კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 02:28

 

 

ხატის ბუზი, ზეცის მუშა

პაწაწინა ფუტკარია!...

შორს მიფრინავს სამუშაოდ

მიიმღერის... უხარია!


ყვავილიდან ყვავილებზე

გადაბზუის, გადმობზუის. .

ის სიმღერა მუშურია

მისებური... არა სტყუის..


აქაც წოწნის, იქაც წუწნის

სათაფლ-სანთლო მასალასა;

არ იზოგავს, ღვთის მოცემულს,

არც ნიჭსა და არც ძალასა.


დაბრუნდება დატვირთული,

მიაშურებს ისევ სადგურს;

სულსა სწირავს და გულს უძღვნის

ღვთის და კაცის ტკბილ-სამსახურს!..


წვიმა-ელვა-ქუხილის დროს

ეტანება ფოთლის კარავს!..

უფრთხილდება ნამუშავარს,

რომ არ წახდეს... თავს იფარავს.


არ ვის ერჩის და, თუ მტერი

სადმე გზაში დაუხვდება, -

მივარდება ვაჟკაცურად,

ისარს ჰგავს და შეაკვდება!..


შენც, მგოსანო, კაცთა შორის

ფუტკრადა ხარ გაჩენილი!..

თაფლს და სანთელს რომ სხვას აძლევ,

რაღა გრჩება ნათელ-ტკბილი?

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen