კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 16:30

 

 

ჩანგი მტირალი, სიმების კვნესით,

დღეს თუმცა აწმყოს მოსთქვამს დაჩაგრულს,

მაგრამ, წარსულით გულ-დაწყვეტილებს,

იმედი მაინც გვიბრუნებს ჩვენ გულს!..


შევტრფით, შევხარით მომავალ - ვარდსა,

აღარად ვიმჩნევთ დღევანდელ - ეკალს

დეე, გაგვკაწროს!.. სხვების სანიშნოდ,

სისხლით და ოფლით მოვრწყავთ გზა და კვალს.


ის გზა მიგვიყვანს ჩვენ იმ ტაძრამდე,

სადაც არს ჩვენი "წმიდათა-წმინდა",

და მის კარზედ რომ ტვინიც მივასხათ,

სხვა ნეტარება ჩვენ რაღა გვინდა.


ოღონდ კი ჩვენს შვილს და შვილიშვილებს,

იმ დიდი ტაძრის გაეღოთ კარი

და კიდობნის წინ ძველებურადვე

აენთოს ისევ წმინდა ლამპარი.


რომ მისმა შუქმა გაჰფანტოს სრულად

გარს მოდებული სხვის ნებით ბნელი

და მსოფლიოსა ერთ ბრწყინვალებას,

თითონაც შევრთოთ ნცირე ნათელი.


მაშინ კი დღეის მტირალი ჩანგი

სალხინო ხმებზე ამაყად დაჟღერს

და მოლხენილი შვილიშვილებიც

შემოსძახებენ "მრავალჟამიერს!"

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen