|
იყო დრო, შენი გზები დამდევდა, მართლა მეგონე ჩემი საუნჯე. თურმე ტყუილი ცისკარს არბევდა, დღეს, გახსენება ძველის მამუნჯებს.
მე ვერ ვუშველე, არ მეყო ნიჭი. სულში გაჩენილ ეჭვების ჭიას, ვერ ამოვუღე ფიქრიდან ხიჭვი.
მაინც ღიმილი დავტოვე ფარად. არ შემეცვალა, სახეზე ნაკვთი, გაქვავებული მუმიის დარად.
რომ ისევ იქ ვართ, ღმერთებთან, ცაში. როცა მეგონა, შემეძლო შველა, რა ბედნიერი ვიყავი, მაშინ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


