|
ვერაფერს ფარავს პირბადე მრუში, თვალებში ეხლა მეტი ცეცხლია. რა ლამაზია ვუალზე რუში, ბოშას მძივებიც ნაღდი ვერცხლია.
სხეული როკვას გადაეჩვია. სანამ ბოლომდე გადავრჯულდები, მინდოდა, ვინმე გამომეწვია.
თუკი მზერაში ვნება მკვდარია და ჩვენი გზები გადაკვეთილი, ბებერი კრუხის საბუდარია.
მზერის ისრები ვერ დაიტია. დროზე ააძრე ვუალზე რუში, ხვალინდელი დღე სხვა საიტია.
რაც უპირობო რეფლექსებია. თუ თვალებს ფარავს პირბადე მრუში, თავაწყვეტილი ეს ლექსებია. |
| პოეზიის გვერდი • • • |


