კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 08:05

 

 

ფრთხილად! ცხოვრება იწყება ასე

აჰა, დაიწყო და დღეის იქით,

სისხლით და ცრემლით გაჟღენთილ გზაზე,

შენს წაქცევასაც ეცდება იგი.


ფრთხილად! სუსტია ადამიანი,

მალე ერევა შური და ღვარძლი

და არ დაგითმობს მაინც მთლიანად

შენთვის განკუთვნილ დროსა და მანძილს.


ფრთხილად! დამალე შიშიც და ზიზღიც

და გატრიალდი... ან რაღას უცდი,

თუკი არ გინდა, რომ კაცის სისხლზე

დაგისხლტეს ფეხი, ჯერ კიდევ სუსტი.


ხედავ? სინათლე ძლივსღა ციმციმებს,

ხოლო ვეება ლანდი იუდას

აწვება ქალაქს რკინის სიმძიმით,

რკინის სიცივით და სიჯიუტით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen