|
ჩემი აივნის ქვის მოაჯირზე გადაწოლილა ტოტი სუროსი, მწვანე გველივით. ხოლო ქვესკნელის სახურავივით, ზღვა ბრწყინავს მზეზე.
ვით მეძებარი ძაღლი მინდორში: თითქოს მომესმა, ან დავინახე, ანდა ვიგრძენი რაღაც ნაცნობი...
ირგვლივ ზუზუნით მივლის ფუტკარი და დრო და სივრცე ჩემი კუთვნილი, თანდათან მიწოვს როგორც ჭაობი. |


