|
ჩემი გულის სიხარულს ლექსად ვაქცევ დღეიდან, ერთად უნდა ვადიდო: დედა, ბებო, დეიდა!
უკეთესი რა გინდა, - გაუმარჯოს ბიცოლას! გაუმარჯოს მამიდას!
ძმისწულების ლაშქარი, ძმისწულების ლაშქარი დისწულების ამქარით.
გვაქვს დროშებად გაშლილი, - აი, ჩვენი ოჯახი, აი, ჩვენი კავშირი! |


