|
ნუთუ პირველად დღეს ამეხილა თვალი, დღეს ვნახე ეს სილამაზე! დაიგრუხუნა მთებში მეხივით გულმა - ავარდა ალი არაგვზე.
არაგვია თუ სისხლის თქრიალი! ცას ზედაზენი შესახლებია ჩუმი, შემკრთალი და ფიქრიანი.
მინდა, გავიქცე და გზა მოვუჭრა. ჩამოწყვეტია საკინძე აპრილს და ჭორფლიანი ძუძუ მოუჩანს. |


