|
მზე რომ გადმოჰყრის სხივებს ზვინებად და ლაჟვარდ ზეწარს ასად დახლიჩავს, ზღვის პირად მყისვე გადიფინება შიშველ სხეულის ჭრელი ხალიჩა.
და ჯოჯოხეთი მზემ გადმობერტყა, თითქოს გაიხსნა ღრუბლის სალტები და წამოსულა თბილ ხორცის სეტყვა!
აკრძალულია აქ ტანის ფარვა - ერთმანეთშია გადარეული: ბრინჯაო, ბროლი, თუჯი და ქარვა.
მზეს უფიცხებენ მკერდის ბალიებს, ზღვაზე სითეთრე მზეს ეჯავრება და მას არავის არ აპატიებს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


