|
შევდივარ მწვანით დაბინდულ ტყეში, წყარო კისკასებს, ტყე კი წყნარია... კრიალა წყალით ავივსე პეშვი და ვთქვი: ესეც ხომ ჩვენი წყალია!
რომ უკვდავების ვიგრძნო გენია... ჩემთვის ენძელებს, ქერა ასულებს, ბილიკზე მწვანე გაუფენიათ.
წყარო და ჩერო აურჩევიათ, ჩვენი ქვეყანა მთიდან ველამდე და გაზაფხულიც ისევ ჩვენია.
მე ჩემს სამშობლოს მივიკრავ გულთან... ძმებო, გული მაქვს ცამდე მართლი და მთის წყაროზე ათასჯერ სუფთა. |


