კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 02:42

 

განგებავ! ამას ნუ მიწყენ,

ვერ გადავგვარდე გვარადა,

ხანდისხან დავიღუღუნო

მამაპაპური ვარადა.


იგი ღუღუნი - სიმღერა

არ არის გასახარადა,

ის არის მძიმე მოთხრობა

გულისა სატკივარადა.


ისა ჰგავს დედის საფლავზედ

ობლისა მოთქმას მწარადა,

კვნესის და კვნესის, ქვითინებს

მტირალის ჩვილის გვარადა.


უბნობს, თუ ვითა ცხოვრება

ათასის წლისა წყნარადა

ერთბაშად, ერთის მობერვით

სულ წახვეტილა ქარადა!


განგებავ! გვედრებ, ნუ მიწყენ,

თუ რომ შეგჩივი მარადა,

ხანდისხან დავიღუღუნო

ვაი და ვაი ვარადა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen