კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 13:01

 

მთარგმნელი: დავით წერედიანი

* * * * * * *

I

 

ბნელ ტალღებს შორის, სადაც ჭავლზე ვარსკვლავებს სძინავს,

ირწევა თეთრი ოფელია, დიდი სოსანი,

რიდემოსილი წყალს მიჰყვება - სად? საით მდინარს? -

ტკეში მარეკთა ხმები ისმის, შორს. ექოსავით...


ათასი წელი გახდა უკვე, მიარწევს ჩქერი..

მღერის მწუხარე თეთრი ლანდი, ირხევა ფატა,

ათასი წელი - და კვლავ თავის სიგიჟეს მღერის,

მღერის, დუდუნებს დაბალ ხმაზე და ნიავს ატანს.


ადგება ქარი. ყვავილივით გადაშლის რიდეს,

მკერდს დაუკოცნის და ჟრიალი დაივლის ნელი,

მის მხრებთან ძეწნა ტოტებს წყალში ტირილით კიდებს,

მის მეოცნებე მაღალ შუბლზე იხრება ლელი.


გარს ეხვევიან დუმფარები ოხვრაჩამდგარი,

ზოგჯერ თხმელნარში რაღაც ბუდე შეკრთება ცივად.

წამით გაისმის პაწაწინა ფრთების ფართქალი

და ოქროვანი ვარსკვლავების ჰანგები ცვივა.

 

II

 

ო, ფერმიხდილო ოფელია! თოვლზე ლამაზო!

ნუთუ იმიტომ მოკვდი. ბავშვო. ასე ავბედად,

რომ ნორვეგიის მთების ქარმა სევდით დაგაზრო -

თავისუფლების მძაფრი სუნი შემოგაფეთა:


რომ აღარ ჩადგა, არ დაწყნარდა ქარი მხმობელი,

თმა გაგიშალა, დაგიგრაგნა, ძირს დაგეზიდა,

და რომ ბუნების ამოგესმა საგალობელი

ხეთა გაბმული ტირილიდან. ღამის კვნესიდან:


რომ ზღვათა ხმებმა, მოვარდნილმა ზათქით და ჭექით.

მოგიწყლა გული, ბავშვის გული, სათნო და ჩვილი:

რომ ის ფერმკრთალი კავალერი, საბრალო შლეგი.

ფეხებთან უხმოდ ჩამოგიჯდა აპრილის დილით!


ო, ზეცა! ფრთები! სიყვარული! და გადაეშვი!

თოვლის ფანტელი კოცონისკენ ქარმა გისროლა,

და ბოლო ხილვად აირეკლა შენს ლურჯ თვალებში

საზარი წამი - გადახსნილი მარადისობა!

 

III

 

მგოსანი ამბობს. რომ ვარსკვლავთა შუქზე ლელიანს

ამოივლი და ყვავილებით აივსებ კალთას.

ჰყვება. რომ ცხადლივ, დაინახა შან ოფელია,

დიდი სოსანი ღამეულ და სიზმრეულ წყალთა...

 

მთარგმნელი: ბაანა ჩაბრაძე

* * * * * * *

I 

 

წყლის ზედაპირზე, სად მნათობი არის დარაჯი, 

თეთრად ტივტივებს ოფელია, როგორც შროშანი, 

ტივტივებს ნაზად, გახვეული გრძელ სუდარაში... 

- შორით კი, ტყეებს ჟრიამულში გააქვთ დრო-ჟამი.


საუკუნეებს ჩაუვლია, რაც ოფელია 

მრუმე დინებას მარმარილოს ფანტომად მიაქვს, 

რაც მისი ნაზი შეშლილობა წყალს მოფენილა 

და სევდის რომანსს უზიარებს საღამოს ნიავს.


თაიგულებით მორთულ გულმკერდს უკოცნის ქარი, 

უთრთოლებს ლეჩაქს, უსიცოცხლოდ წყალზე განფენილს, 

ტირიფთა ცრემლით ენამება ფერმკრთალი მხარი 

და ლერწმიანის უნიავებს შუბლს მონაბერი.


ზოგჯერ, გაცრეცილ დუმფარებით შემორკალული, 

ჩიტს გააღვიძებს თხმელის ხეზე და ყურს მიაპყრობს, 

როგორ მოსწყდება, მაღლით ბუდეს, ფრთათა თქარუნი 

- და ცას ჭიკჭიკი იდუმალი როგორ მიაპობს. 

 

II 

 

ო, ფერწასულო ოფელია! თეთრო, თოვლივით! 

შენი არსება დინებათა დუდუნს დანებდა! 

- ეს ის ქარია, ნორვეგიის მთებგადმოვლილი, 

თავისუფლების გაკვეთილებს რომ გიტარებდა.


ეს ის ქროლვაა, ახლა სოველ თმებს რომ გიწეწავს, 

უცხო შრიალით რომ გივსებდა, წინათ, ოცნებებს, 

როცა ბუნებამ მელოდია გამოგიძერწა 

და ყურს უგდებდი ღამის ოხვრას, ტყის საოცრებებს.


ეს ხმაა მბორგავ ტალღებისა, ასე ულმობლად 

რომ დაგიმსხვრია გული ნორჩი და ხელუხლები. 

ეს ის დილაა, როცა გიჟი პრინცი გსტუმრობდა 

და უტყვს და ფერმკრთალს შეეგება შენი მუხლები!


თავისუფლება! სიყვარული! ცა! შენ ამ სიზმრის, 

ვით თოვლზე ცეცხლის, ისე გსურდა აგიზგიზება: 

მოჩვენებისგან მოქანცულო, ვერავინ გიხსნის, 

- შენს ცისფერ თვალებს მისწვდა კვდომა და გაგიჟება! 

 

 III 

 

- და მერე იტყვის პოეტი, რომ შუაღამეში, 

ყვავილებს კრეფდი მთვარის შუქზე, იყო დრო-ჟამი, 

და რომ გიხილა, გახვეული გრძელ პირბადეში, 

წყლის ზედაპირზე მოტივტივე, როგორც შროშანი..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen