|
მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე * * * * * * *
რვა დღის მანძილზე, ოღროჩოღრო გზაზე ყიალით გავცვითე ჩექმა. შარლერუას მწვანე კაბარეს შევაღე კარი: მიმტანს ვთხოვე კარაქიანი პური, და ოდნავ გრილი ლორიც თან დავაბარე.
თავშექცეულმა კედლის მდარე ხალიჩის ზვერვით… და რა საამო იყო წუთი, როდესაც ქალმა უზარმაზარი კერტებით და ცოცხალი მზერით,
პირმომცინარემ, ფერადოვან სინით, მაშინვე, მომართვა პური კარაქით და შემთბარი ლორით,
დამისხა ლუდი დიდ კათხაში, სქელქაფიანი, მზის ბოლო სხივს რომ ირეკლავდა ოქროვან ქლორით.
მთარგმნელი: ბადრი თევზაძე * * * * * * *
უკვე რვა დღეა შემომეხა ჩექმები გზაზე. გზა იყო ქვებით მოფენილი ძნელი და შორი. შარლერუაში მწვანე დუქანს მოვადექ ასე და მოვითხოვე ტარტინი და ნელთბილი ლორი.
აჰა, ამბავი მიამიტი, დუქნის სადარი და მომსახურე ქალიშვილი ცოცხალთვალება, თვალს იტაცებდა ძუძუები უზარმაზარი.
- უმალ მომართვა ტარტინები პირმოცინარემ და გრილი ლორი, ნიორი რომ ჰქონდა წასმული.
უმალ შემივსო დიდი კათხა და ლუდის ქაფი მოავარაყა მზემ სხივებით ხანგადასულით.. |


