|
სიყვარულსა შეუპყრივარ აწ შენსა, გეტრფის გული სურვილ რგული. ამის ნაცვლად რად მცემ მე სენსა?
თმა გიშერო, ღამის ფერო, სიგრილესა მიმეც დაგული.
განშლით მყარე სევდა მყარე, ახლად მექმენ სულის ჩამდგავად!
შავნო ჰინდნო, მახვილთ მზიდნო, ნუ მექმნებით მე გლახ მკვლელადა!
ეშყის მსტვენსა, ტრფობის მჩვენსა, ოდენ თქვენის ხედვით სულ-დგმულსა?!
მომემტკბარე, განმახარე საამოთა სიტყვათა მთქმელო.
მნათო ყელო, სავედრველო, მცირ არს, რაზომცა გემუდარო!
მტაცებს გულსა ხელებულსა: ამად მაქვს მე გრძნობათა რყევა!
მიმიახლეთ, განმანათლეთ, - შემისმინეთ მკვდარსა აჯა მით! |
| პოეზიის გვერდი • • • |


