კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 06:38

 

მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი

 

ზამთარი. წავალთ ვარდისფერი კოხტა ვაგონით,

ლურჯ ბალიშებში ჩავფუმფულდებით.

ვიქნებით მყუდროდ და მრავალი კოცნა-ამბორი

დაიდებს ბინას ფაფუკ ბუდეში.


შენ თვალს მილულავ, რომ ლანდები არ დაინახო,

სარკმელის მიღმა თანამდევ ბინდში,

აჩრდილთა როკვა და უგვანი მანჭვა-მიმოხვრა,

შავი მგლების თუ დემონთა ჯიშის.


მერე ლოყაზე უეცარი ნაკაწრის გრძნობა -

გაკოცებ უხმოდ, შენ შეკრთები, თითქოს ობობამ

გადაგირბინა უცებ კისერზე.


მეტყვი: „ეძებე!..“ და თავს სწრაფად უკან გადასწევ.

ჩვენ ვეძებთ დიდხანს, მან კი სადღაც მაინც გაგვასწრო -

მიცოცავს იქ და ბნელ გზას მისერავს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen