მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი
|
ბაღი სავსეა მჭკნარ ფოთლების ყვითელ მარაგით. ორი აჩრდილი პარკს ეწვია ჩუმ ლაპარაკით, უსიცოცხლოა მათი ცქერა - ბაგენი - მკვდარი, მათი ჩურჩული ისმის, როგორც შორი ავდარი.
მკრთალ აჩრდილებმა მოიგონეს თავის წარსული, თუ გახსოვს წუთი, ერთმანეთი ჩვენ რო გვიყვარდა? - დიდი ხანია იმ სიყვარულს დაეშვა ფარდა, -
როცა უეცრად გაიგონებ ჩემს სახელს? - არა. შენ ჩემი სული ტკბილ სიზმარში თუ გეზმანება? - ო, მე არ ვიცი, და არ მახსოვს, არ მენანება!
როგორც იმედი ცაზე იყო მზე ამოსული, ახლა სამყარო ბნელ წყვდიადით არის მოცული, ისმოდა პარკში მუსაიფი გულდამსერავი., ლანდებს უსმენდა შუაღამე - მათი მზვერავი. |


