მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
ჩუმაღ გაწვიმდა ქალაქს. არტურ რემბო
გულშიც ისე გატირდა, ვით გაწვიმდა ქალაქს. რა ნაღველმა დატვირთა, როგორ მწარედ გატირდა!
გზებზე, სახურავებზე. ო, რა მოსაწყინარ ჰანგს შრიალებს წვიმა.
მაშ, რას ტირის გული? განშორების ვარამს? ხსოვნას ტირის? არა.
გულს მით უფრო მიწურავს, ყოვლად მიუხვდომარი, უმიზეზო რომ არი... |


