მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი
|
იქ სადღაც გარეთ. ფარდის მიღმა, - მიღმა მინების, პეიზაჟია მოღუშული და საშინელი, გადაქცეული გაგლუვებულ ცად და ყანებად, ხედ და მდინარედ, ფარდის მიღმა მიექანება.
დადევნებული მავთულების ურიცხვი გუნდი, როდესაც ზოგჯერ უკან იხევს უეცრად ბნელი, სახილველია, ვით ნაწერი გაკრული ხელით.
ღრჭიალებს ჯაჭვი, გალახული ათასი დევი ღრიალებს თითქოს, მერე უცებ რომ დაიკივლოს, მოემზადება და წყვდიადი უსმენს მიკიოტს.
ფართხალებს თეთრი მოლანდება, ის გვერდით მიზის - კეთილშობილი, მშვენიერი, იგი ჩამძახის, იგი ჩურჩულებს, ეს მუსიკა და ეს ცახცახი და ეს სინაზე არის ახლა ყველაფრის ღერძი აქ, სადაც ტლანქი რკინის რიტმი სიბნელეს ებრძვის. |


