მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი
|
სანამ გაქრები ვარსკვლავო დილის დღის სინათლეში მშვენიერებით - ყანა ჯეჯილის უკვე ხმაურობს ნაზი მწყერებით.
მისი თვალები ააბრწყინვალე! - ჯერ არ სხივოსანს. ზეცას გააპობს ტოროლა მალე.
ჩქარა ჩაქრება ცის კამარაში, – კორიანტელი ისმის ბალახის მწვანე არეში.
ამოიკითხე ნამალი ფიქრის. - კანკალებს ცვარი, დილის ნიავი მოქრის და მიქრის,
იქ, სადაც იგი არის სიზმარში. - ნუ გვიანდები, მზე ამოვიდა სხივების მარშით! |


