კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 10:21

 

და ისევ ღამე, ისევ წვიმა ფეხის ხმაურით;

ვერ გადურჩები შემოდგომის მე ნაკლულ დღეებს!

და მაწანწალა ჩემი სული - ნათრევი ყურით -

კიდევ გამოცდის შეყვარების მწარე სიცხეებს.


გაფითრებული დავენდობი შუაღამის ხმაურს;

გადამალაგებს იდუმალი მისი ანთება

თქვენ, ვარსკვლავებო, გზა მოგვეცით მგზავრებს უცნაურს,

მეფე-დედოფალს - მე და მთვარეს გვაგვიანდება.


ჩვენ დიდი გზებით მოსული ვართ და წავალთ მალე;

როგორც კუკლები დავატარებთ არშიან კაბებს.

ჩვენ მწუხარება დიდ ქალაქში ვერსად დავმალეთ.

და გვსურს ვეწვიოთ ახლა სტუმრად სულ მცირე დაბებს.


სასტუმროების სიბინძურე და მყრალი სული

აღარ აკვირვებს ჩემ ქალბატონს, აღარ აშინებს;

დღეს მისი ცქერა ავადმყოფი, ფერგადასული

ჩემ დაღლილ სულში ფეერიულ კოშკებს აშენებს.


ახ, სულ ერთია ნათრევალა გადამშეულებს

მოგვეჩვენება თვით სამოთხედ დუქანი ბნელი,

და ისევ ღამე შეგვაერთებს მგზავრებს სნეულებს,

და ისევ ღამე როგორც ჯვარცმა, იქნება მხსნელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen