მთარგმნელი: ?????
(ნაწყვეტი პოემიდან ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა)
|
I
მშვიდობავ შენდა! მშობელო მხარე ლურჯ წყლების მიღმა ინთქმება სადღაც ქარი და ტალღა ქვითინებს მწარედ და თოლიები წივიან მაღლა. კვალდაკვალ მივდევთ ჩამავალ მზეს და მივეგებებით სიღრმეს ზღვებისას მშვიდობა მზეს და მშვიდობა შენდა მშობელო მხარე ღამენებისა...
II
მალე გაჩნდება ნათელი მზისი აელვარდება დიადი დილა სხვის ზღვებს და ველბს ვნაავ ხალისით საკუთარისას გავურბი ხილვას ჩავაქრე კერა და ბედს მივენდე დავუთმე სახლი თქეშს და ცივ ქართა ბალახბულახი ეხვევა კედლებს და ჩემი ძაღლი ყმუის ჭიშკართან....
III
მომიახლოვდი ჩემო ფარეშო მითხარი რატომ ოხრავ და ტირი იქნებ გაშინებს ზვირთა თარეში ან დაბჩენილი გრიგალის პირი. შეიშრე ცრემლი გაექეც დარდებს თუნდ მიეხეთქოს ტალღებზე ტალღა თვით შავარდენიც ვერ ინავარდებს ამ ჩვენ უმტკიცეს ხომალდზეც ლაღად...
IV
დე იბობოქროს ზღვამაც და ქარმაც როდი მაშინებს ტალღა და ქარი სულ სხვა რამეა, სერ ჩაილდ რამაც ეს ცემი სული დაღარა ბზარით. დავტოვე მამა, დავტოვე დედა, და მისი ცრემლი ალბათ ზღვას ერთვის და სხვა ვინა მყავს ამქვეყნად მწედა გარდა შენ ერთის და მაღალ ღმერთის...
V
მამამ მხურვალედ გზა დამილოცა თუმც განშორების დარდებს არ ისევს დედა კი ცრემლებს არ წარიხოცავს ვიდრე შინ მოსულს მნახავდეს ისევ – ო, გეყო, გეყო ცრემლები კრული თუმც წრფელი ცრემლით გევსება თვალი მეც რომ მქონოდა შემბერი გული არ უნდა იყოს ეს თვალი მშრალი.
VI
ფარეშო ჩემო რად მიგდის ფერი რად აგიტანა შიშმა და ძრწოლამ იქნებ გაშინებს ვერაგი მტერი ან მოვარდნილი ქარიშხლის ქროლა? – არ ვარ სერ ჩაილდ ასეთი სუსტი სულ არ მადადბს სიკვდილი ავი მაგრამ მეუღლე ჩემს მოსვლას უცდის დღედაღამ ფიქრით უსკდება თავი
VII
ჩემი ოჯახი თქვენს ახლო სახლობს ტბის შორიახლოს და როცა ბავშვი ისურვებს მამა რომ დამიძახოს პასუხად ცოლმა რა უთხრას მაშინ? – ფარეშო ჩემო ო კმარა კმარა, მე შენს გულის დარდს ვეპყრობი ფრთხილად მაგრამ უზრუნველ გრძნობის ამარა უცხო მხარეში სიცილით მივალ
VIII
ვინღა მენდოს ყალბ ცემს და ოხვრას მეუღლის, ან და სხვა ვინმე ქალის სხვას შეგიტკბობს და მიგაგდებს ოხრად რომ ცრემლმა აღარ ატკინოს თვალი. არავითარი საფრთხე არ მაკრთობს და არც მივტიირი სიამის წამებს დარდით ის მავსებს ისეთს არას ვთმობ ობოლ ცრემლადაც მიღირდეს რამე.
IX
და ახლა ქვეყნად მარტო ვარ მარტო მივცურავ ზღვა-ზღვა და შორით მივალ, როცა სხვთათვის ვიკვნესო რატომ ჩემთვის გული რომ არავის ტკივა, ვინ იცის ძაღლმა იჯავროს ვითომ, ვიდრე მიუგდებს ლუკმას სხვა ვინმე და უცხოსავით დამგლიჯოს თვითონ, დიდი ხნის მერე რომ ჩავლ შინ მე...
X
ჭირსა და ლხინს შენთან რომ ვიზიარებ ხომალდო ცემო წინ გასწი ჩქარა რა ქვეყნდაც გსურს იქ ჩამიყვანე ოღონდ ჩემსაში არა და არა.... სალამი ტალღას ცისფერთვალებას და როს დაგტოვებთ ზვირთნო ზღვებისა თქვენ უდაბნონო მოგესალმებით, სამშობლოვ ჩემო ღამე ნებისა... |


