მთარგმნელი: გიორგი კახიშვილი
|
ნუ! ნუ იმღერებ, ძვირფასო, ჩემთან ქართული მიწის სევდიან ჰანგებს... რადგან შორეულ ნაპირთან ერთად მაგონებს ყოფას სხვასა და სხვაფერს.
მაგონებს ველებს, ღამის აგონებს, ხოლო, თუ მთვარის შუქს ვეგებები, შორ და საბრალო ქალწულს მაგონებს.
შენი დანახვა მავიწყებს უმალ, მაგრამ შენ მღერი, მღერი და მაშინ აჩრდილიც მყისვე ბრუნდება უკან...
ქართული მიწის სევდიან ჰანგებს... რადგან შორეულ ნაპირთან ერთად მაგონებს ყოფას სხვასა და სხვაფერს. |


