მთარგმნელი: ლელა მეტრეველი
|
მეალერსება აპრილი ნაზად, საღამო რძისფერ ნისლში ეხვევა, თუმც მრავალი წლით დაგაგვიანდა, მე მიხარია შენთან შეხვედრა.
შენმა თვალებმა სულ სხვა რამ მამცნეს. აჰა, რვეული ცისფერყდიანი ჩემი ბავშვური ლექსებით სავსე.
არ შევხაროდი ნათებას მზისას, მაპატიე, რომ ძალიან ხშირად შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას. |


