კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 06:20

 

თუ სიყვარულზე მოვიდა

ლექსი, ვაჟღერეთ ქნარი,

რას გეუბნება ცოლი და

ჩემი რას ფიქრობს ქმარი.


დაფრინავს ციცინათელა,

ნათობს კარიდან კარად,

იციან, ლექსის საწერად

ხან რომ ოცნებაც კმარა.


იციან, ალბათ, ჩქარობენ,

ღიმით ხვდებიან სტუმარს,

ლექსზე თუმც ეჭვიანობენ,

მაინც ამაყად სდუმან.


ბევრჯერ ამაოდ ვილოცეთ,

სიმნი გამწყდარნიც ჟღერენ...

იმდენ სიყვარულს ვინ მოგვცემს,

ჩვენ რომ ლექსებში ვწერეთ.


რაღა ცრემლებმა გაგვწუწონ,

ვიდრე ჩვენი მზეც ჩავა,

ვწერთ, ვილამაზებთ საწუთროს,

ვითომ ვუყვარდით მავანს.


ვიცხოვრეთ სხვაზე მეტობით,

ვეყმეთ კახეთს და მუცოს,

უფრო შორეულს ვეტრფოდით,

მიუწვდომელს და უცხოს.


თავს არც იოლად ვუყადრით

დრო-ჟამს, მივყვებით კიბეს...

იქნება კიდეც ვუყვარდით,

იქნებ გვიყვარდა კიდეც.


წარსული ჯერაც აქვეა,

ლექსით ვაბრუნებთ ხურდას...

ანდა ვისი რა საქმეა,

ვინ გვიყვარდა და გვძულდა.


მზე აფრინდება გორიდან,

გულივით გვიძგერს ქნარი,

რას გეუბნება ცოლი და...

ჩემი რას ფიქრობს ქმარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen