|
გადავიღალე სიყვარულის ამდენ დათმენით, ვარ დადაღული მარტოობის საშინელ დამღით, იქნება ჯობდა, რომ არასდროს მეთქვა სათქმელი, ან იქნებ სულაც სიყვარულის გამხელა არ ღირს.
ეს ტკივილი ალბათ მეყოფა, დარჩენილი ვარ ამ შფოთიან ქარის ამარი... მე სიყვარულში არც არავინ გამადედოფლა, არც საოცნებო არ ამიგეს კოშკი ყამარის.
უნაზესი შრიალი ხეთა, გადაუარა ჩვენს ნაკვალევს შემდეგ ბალახმა... ჩემი იყავი, არ ყოფილხარ თუმც მაშინ ჩემთან, ახლა ჩემთან ხარ, მაგრამ მაინც ჩემი არა ხარ.
სულმა უკვე სუყველა ლოცვა, ამოუცნობი სურვილები გაკრთნენ ბაგეზე, გახსოვს, მიყვარდი, არ იყავი ჩემს გვერდით როცა, ახლა ჩემთან ხარ და სიყვარულს სხვაგან დავეძებ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


