კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:31

 

შუქი აანთე

და გაუსწორე თბილმა, შიშველმა

შენს თამამ სხეულს თვალი სარკეში.

თითქოს აქამდე 

ჩემსა და შიშის მოლოდინშია

ეგ ჩამოქნილი ტანი ანგეში.


იგრძენ, გეწყინა,

შეიცან ცივად, ხმის დაუძვრელად

ჩემი ხილვანი - თავმიშვებული.

რომ მყავდი წინათ,

როგორც ხარ ახლა, ასე უცვლელად

ყრმული ოცნებით გაშიშვლებული.


კედლის სარკეა,

სადაც თვალნათლივ ჩნდები ღამეში

და შუქს ოთახში ანთებს ჩვენება.

შუშას აკვრია

შენი თამამი ტანი ანგეში,

რომ გავუბედო თვალის შევლება.


შუქი ჩაქრება

და ათას ერთი შავი კამეჩი

მომდევს, არ ვიცი რა მეშველება.

რა მემართება?..

რად ენაცვლება ღამით სარკეში

მშვენიერებას საშინელება?

 

პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen