|
გადაწყდა: დღესვე მოვემგზავრები, ხვალ ჩამოვალ და ჩაგეკონები. ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები, რეკავენ ჩემი სამრეკლოები.
მომაცილებენ გზანი ფართონი და მე ხმამაღლა ვამბობ მესამეს - ჩემი ხმისა და სმენის პატრონი,
მზიანი დღე და კარგი ამინდი, თვალი უცინის ყველა მასპინძელს, მაგრამ შენს იქით მაინც არ მიდის.
შენკენ მოვყვები ქარებს საყვარელს, ასე ყვირიან მოგზაურები, როდესაც მიწას დაინახავენ.
არ მავიწყდება სიტყვა ნაფიცი; ასე მგონია, ქვეყნად უშენოდ არ გადამიდგამს ერთი ნაბიჯიც.
რადგან არ იყო სხვაზე ნაკლები; ასე მგონია, თვალი წამითაც რომ მოგაშორო - დამეკარგები…
ხვალ ჩამოვალ და ჩაგეკონები. ხმას იმაღლებენ ჩემი ზარები, მღერიან ჩემი სამრეკლოები. |
| პოეზიის გვერდი • • • |


