კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 08:11

 

ჩემო თოლიგე,

წუთისოფლით მგზავრობა მიჭირს,

ჩემო თოლიგე,

ჩვენი ყოფნის ზღვართან

მივმდგარვართ,

ვერ გავუფრთხილდით

ვერც სიცოცხლეს

ბებერო ბიჭო,

შემოგვაფლითა

წლებთან ერთად

დროის გრიგალმა.


გახსოვს - ბურსაჭირს

თოვლის თეთრი ჯანღი ეხვია,

ქვენა მთით დაბლა ეშვებოდა

ცხვარი მშიერი,

ჩავიჩოქენით, კავკასიონს

შუბლზე ვემთხვიეთ,

რომ საქართველოს

მაჯისცემა

გვეგრძნო ძლიერი.


ჩემო თოლიგე,

ჩამოვმარცვლეთ წლები

მარტივად,

გულჩვილი გავხდი,

გულჩვილობა არ გაგაკვირვებს,

ჩამოსამარცვლი

მალე წლებიც აღარ იქნება,

ჩემო თოლიგე,

წუთისოფლით მგზავრობა მიჭირს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen