|
ბილიკ-ბილიკ თავქვე მივალ ნისლებს ბეჭებს ვარიდებდი, ციდან შემომესმა გმინვა, ვიდრე გმინვას გავიგებდი - წინ ღრუბელმა გამირბინა. შეკრთა, თვალებს მარიდებდა, უცბად წამოვიდა წვიმა, წვიმდა ყველგან, წვიმდა წვრილად, ჩემს წინ შეფართხალდა რცხილა, რცხილას წვიმამ შეაცივა. თავი ავუწიე ფრთხილად - წვიმამ როგორ შეგაშინა?! მოვეფერე, გზას ჩავხედე, წაველ, ნაბიჯს ავუჩქარე, კლდის ნამტვრევზე იჯდა მტრედი - მტრედის ზურგზე იწვა მთვარე, მთვარეს ფორმა ჰქონდა გედის... ჩავიცინე ჩემთვის მწარედ - რა ხილვას არ შეეყრები - როცა ასე იწანწალებ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


