|
ლამის ბარიკადები ქალაქს დაეპატრონონ: ქუჩას ვინღა დაეძებს - სახლშიც ჩემო ბატონო! ცოლს ვერ მოიშველიებ, შვილს ვერ შეეშველები, აშენებენ ბაბილონს მამები და შვილები. მამა დავიწყებიათ.. ზოგის ბამბაც ჩხრიალებს, გაღმა ედავებიან - ცხრა მთას იქით - ცხრიანებს. ხოლო ზოგიერთები, როცა მწარედ ვიცინით, (გვარს არ დავასახელებ) გვარზე ხტიან კვიცივით. ცალკე ხტიან, ცალ-ცალკე ეძალებათ სკეფსისი, ვისაც ბევრი სკა უდგას, ცალკე ხილავს სკებს ისიც. თუმცა საეგებიო რასმე არ იკადრებენ, მირჩევნია უხილავს - ნაღდი ბარიკადები. მივბრუნდები სარკისკენ: საკნისკენ და სარკმლისკენ და გალიის ჩიტივით ზეცას მოვისაკლისებ. |
| პოეზიის გვერდი • • • |


