|
ვემზადებოდი საძილედ, თვალს ბინდი წავიფარეო, რა გვიან მომისამძიმრე, ახლაღა გითხრეს, მთვარეო?!
ქარს ბევრჯერ დავაბარეო, არ მიკვირს, არა, ღმერთმანი, ან როგორ მოიცალეო...
ხევს ჩადგა, მიწყდა გმინვაო, სულ აქა მყავდა ბედკრულსა, ჩემთან დაიდო ბინაო,
ახლა შემოვედ შინაო. მზეც დიდხანს მერიდებოდა, დილასღა შემომცინაო...
შავად შეკრულის პირითა, სამძიმარს - თვითონ ბუნება მითვლიდა თბილის წვიმითა,
რაც უფრო მეტნი ვტირითა... ეს მაშინა ხარ საბრალო, მარტო რომ რჩები ჭირითა,
მკურნალად შენის წყლულისა, ნაკლებად სატვირთველია სიმძიმე სიბრალულისა...
ვინც ცრემლებს გაბნევს გულითა, ვინც ჩემზე მეხის დაცემას, აცხადებს სინანულითა. |


