კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 02:22

 

წუხელის ისევ წარმომესახე

დიდი სამყაროს პატარა ფესვი.

რა გამახსენდა? - ზამთარში ერთხელ

არდავიწყების სასმისი შესვი.


მაშინ ბუხარში კოპიტი ენთო,

კვამლს აჭენებდა ქარების რაში,

მთაში - მუხნარში - მზე ჭამდა იმ თოვლს,

ბზარს რომ გიჩენდა სულსა და ხმაში.


ბოლოს ჩაყლაპა მზემ თოვლი იმ წლის,

აცეკვდნენ ციხის გაღმა ყანჩები,

დარებმა ოდას კანჭები დასწვეს

- ვერ დაიფარა ოდამ კანჭები.


ცას გაუფიცხდა ობოლი თვალი

და რომ ვერ გნახა - იკივლა მოჭრით...

...ბუხარში ახლაც კოპიტი იწვის,

კვამლს მიათრევენ ქარები ქოჩრით...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen