კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 10:23

 

მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს ბიჭო ?!

თოვს

და ფიფქები ხეებს აცვივა...

არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოდ,

და როცა გინდა მოდი, სახლში ვარ...


გრძელია ღამე, ბუხარი ბჟუტავს,

ხშირად ვიბერტყავ, მუხლებს ნაცრიანს,

ვუზივარ ვახშამს, არ ჩადის ლუკმა,

შენზედა ვჯავრობ, თხლად რომ გაცვია...


კარს უკან ძაღლი წკმუტუნებს, ოხრავს,

ვერ ფარავს სახეს წაჭრილი კუდით,

მგლის ნაკბილები აყრია ოხრად,

ბებერ ტორებზე მგლის სუნი უდის...


ღრუბლები მთებზე მოეწყვნენ ზანტად,

ცაზე ხანდახან გაჩნდება მთვარე,

მჩხავანა გახდა გულთეთრი კატა,

წეღანაც ჯოხით გავაგდე გარეთ...


უპატრონობით გაბერწდა ძროხა,

ვერ ჩამოვყარე მთებიდან თივა,

თხის ქონით დამსკდარ თითებსა ვპოხავ

და წელიც ისე საშინლად მტკივა...


დაღლითაც მალე ვიღლები, შვილო,

ბინდიც მგლისფერად ჩამიდგა თვალში,

არც გულისცემის არ მომწონს კილო,

არც აღარავინ მაკითხავს სახლში...


ვარ ბეჩაობით... ჩემთვის ვყრანტალებ...

ვიფარებ ზურგზე დაძენძილ ფარდაგს...

რა გითხრა,

ისევ ისე მაწამებს,

ზამთრის გრძელ ღამით ხშირ-ხშირი შარდვა...


გაძლება უნდა...

ოხ, ამ გაძლებას...

მირჩევენ, სხვისთვის რჩევას რა უნდა,

ვერ მიხვდებიან აძაგძაგებულს

გულს, ვედრე ხონჩით წინ არ დაუდგამ,


თუ არ აწუხებთ, ვერ გაამტყუნებ,

მათ ასე სჯერათ,

ასე ასწავლეს,

სახლში ნაკლებად ვმასპინძლობ სტუმრებს,

საკუთარს

თვითონ ვღეჭავ ნაწლავებს...


ჰო,

კიდევ მართლა, რა უნდა მეთქვა,

ა,

გამახსენდა, გეტყვი ახლავე,

ჩემს წამოსვლაზე რას ფიქრობს ღმერთი?!

აქ ყოფნას ნუღარ გამისაფლავებთ...


მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?!

თოვს

და ეს თოვლი შენ არ გაცვივა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen