|
ვიცი, გოლგოთის აღმართს მივყვები, ვიცი და მაინც ავდივარ მაღლა, უკან მომდევენ შენი სიტყვები, როგორც ალერსი, ტკივილი, დაღლა...
და დამაყრიან სიცილს გიჟები, ბილწსიტყვაობით დამიწივლებენ, ფეხს ჩემს სიყვარულს დააბიჯებენ.
ჩემთვის არ არის მეტი გოლგოთა, ბედი არასდროს იყო წარმართი, ბედი ობოლთა...
|


