|
თავს რით დაიხსნი - ფიქრის მძევალი, სევდის მსახური, დარდის მხევალი... თუმც ნახევარი ვერსად იპოვე - გრძნობ, შენც ვიღაცის ხარ ნახევარი...
ლაქლაქი, ჭრი გაუთავებლად! ჭრა-კერვა, ცხობა იცი ღმერთივით, იცი შარვლების გაუთოება...
შენი კაცისთვის ფეხის დაბანას... ოჯახს ააწყობ - ისე საკვირველს - მისიც და შენიც - შურდეს ტაბანათს...
ქმარს ეყოლება ქვეყნის მწევარი... შენ რომ გეკუთვნის და გენატრება, ნეტა, ვინაა ის ნახევარი...
ნეტა სადაა ის ნახევარი! - წყალი მოზიდოს, შეშა დააპოს, ბოსელში ებას ხარი ყევარი!
შენთვის, მთლად შენთვის - ვის მიემატა ის ნახევარი... |
| პოეზიის გვერდი • • • |


