|
არა, მე ვიცი ბუნების ენა, ენა ამ სიბრძნის, ამ სილამაზის, ვიცი, რას სტირის ფოთლების ცვენა, ვიცი რას მღერის ტალღა ალაზნის.
ყადორის ქედი, საქორის ქედი; ვიცი, რას ფიქრობს მყინვარის წვერი, ჩურჩული მესმის პირიმზის სევდის.
ჩქერს ბარად რისთვის მიუწევს გული; ვიცი, რად ანჩხლობს აპრილის თქეში, ვიცი, რად ყუჩობს ნოემბრის რული.
ენა ამ სიბრძნის, ამ სილამაზის: სათიბის ენა, თავთუხის ენა, მტევნის, მზის ეშხით გავსილ ალმასის.
ჩიტს სევდას ვატყობ ცაში ფრენაზე... და ისე ვკვდები, - ეს უცხო ენა ვერ მითარგმნია კაცის ენაზე. |


