|
ადამის მოდგმა დაობლდა თუ გველი გაწვა ცაზედა, ედემში ალვა ჰყვაოდა აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.
გამიასკეცა ჭრილობა, თუ მიხსნის, შენი წყალობა და შენი წილხვდომილობა.
და განხლდა მიწა ძველი, შენ დაჰბადე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
უკვდავი სიტყვის მშობელი, მე ბაგით, მწიკვლევანითა ვით გკადრო საგალობელი,
ავმან, საავდროდ ვიავე, ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი გავფანტე, გავანიავე,
გამოუთქმელო ენითა, ხრწნილებისაგან დამიცევ უხრწნელებითა შენითა,
დამიშრე ცრემლთა ტბორები, ნუ სადა მე დამიტევებ, ნუ სადა განმეშორები.
სიწმინდეო შეუვალო, ტაძრად ღვთისად მიმახლე ღმრთისა სძალო დედუფალო.
და განაახლდა ზეცა ძველი მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
სწრაფშესმენითა მადლის მგებელო, შენდა ვღაღადებ ყოველ ცისმარე უბიწოო, შეუგინებელო.
შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი,
ადამის მოდგმის გაისო, ცისკენ გამდებო ხიდისა, სერაბინთ უზესთაესო,
მას დღესა განკითხვისასა, ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი გვექმენი შუამდგომელი. |


