|
მწველია, მწველი ქალწულის თავზე ფიფქი, რადგანაც მეძვირფასება როგორც ქალდეველს უღრუბლო ცაზე უკვდავ ვარსკვლავთა აალმასება.
მოანათებდი, როგორც ქალღმერთი, ვარდობის თოვლით გადაფიფქული ქალწული ალმას ფიფქივით თეთრი.
ზეცამ სივრცეებს მოხსნა სარქველი და უჩინარი მლოცველის ხელმა ერთად დაანთო ყველა სანთელი.
აჩახჩახებდა ყინვა კანდელებს და უკიდებდა ძილს ლეთარგიულს თეთრი პეპლების კორიანტელებს.
* * * * * * *
სიჩუმე - კარი მარადისობის. |
| პოეზიის გვერდი • • • |


