კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 05:38

 

გამოუთქმელო. ჩვენთან აღთქმა გაქვს დადებული.

თუ თანამდებთა მიტევებით დავხურეთ ვალი,

რომ აღარ დარჩეს ძველი მტრობის მცირედი კვალი

და აღვენთებით მოყვასისთვის თავდადებულნი.

რადგან მზერაში უხვად მზეა ჩაგუბებული.

სანთლად გვამისა, სრულყოფილი მოგვმადლო თვალი

უთვალოდ სმენა სამარცხვინო შიშია მხოლოდ,

გულისგასახეთქ და შემზარავ ელდად რომ იშვის.

სულმდაბლობა და სიმხდალეა იმისი ბოლო.

მხოლოდ მახვილი თვალი გახლავთ დამძლევი შიშის.

რამდენად ხედავ, იმდენადვე სწვდები და ბედავ.

რადგან თვალია გამორჩევის და სიბრძნის დედა.

ის რწმენას ძლიერს შარავანდედს ცოდნისას ადგამს,

განაგონს მუდამ დანახული ჯობია რადგან.

ბრმადშობილს ხვედრი უმძიმესი ლოდივით აწევს,

ვით ქოხს. უსხვენოს გამუდმებით ათოვს და აწვიმს,

შველს. სმენით მდიდარს, ლერწამივით თუ შიში არწევს.

მახვილი თვალი გულს ულაღებს ლომსა და არწივს.

თუკი სამყარო უმთავრესად მზერას უგალობს,

სახეობათა და ფორმათა უწყვეტ თარეშში,

მშვენიერებაც არ არსებობს მაშინ უთვალოდ,

თვით სიყვარული არ არსებობს თვალის გარეშე.

ეგ საღმრთო ტრფობა თუ გაგიჯდა ძვალსა და რბილში,

მაშინ სრულქმნილმან სიყვარულმან განდევნოს შიში.

უხსოვარ დროში დედამიწა სხვაგვარი გახლდათ,

ცნობიერების ბატონობდნენ სხვა უნარები,

ატავიზმისგან ხელყოფილი თუ არ განახლდა

და სამერმისოდ დვრიტად შენში თუ არ ჩასახლდა.

წარსულს სინედლის სიო თუ არ მიეკარება,

გადაშენებით დასრულდება გადაგვარება.

თუ სულის საზრდო არ იცვლება, ყოვნდება დიდხანს,

აშმორებული ჭაობივით ხდება ურგები.

წარღვნა იმიტომ მოევლინა მთვლემ ატლანტიდას,

დაღუპვისაგან ეხსნა შვილნი ნიბელუნგების.

როდესაც ღმერთმა ერთიანად შესძრა სამყარო,

როცა შესცვალა ელემენტთა თანაფარდობა,

გაზი და სითხე უტეხ ნებით როცა განყარა,

როცა სივრცეებს ჩამოჰგლიჯა მრუმე ფარდები,

როს დედამიწას განუზომელ რისხვად აწვიმა,

როცა დახაშმულ სახმელეთოს წყალმა უყელა,

იმის ნიშნად რომ კაცთა მოდგმა არ გაიწირა,

მჭვირვალ ღრუბლებში შემოიჭრა მყის ცისარტყელა.

და მისთა ფერთა ელვარებით ვინც მოიხიბლა,

გახდა მოწამე პირველ სხივთა წარმოჩენისა,

ახალშობილი ცისარტყელა ნოემ იხილა,

აღთქმულის ნიშნად ამა ქვეყნის გადარჩენისა.

მანამდე მნათობს ნისლის სქელი ფენა ჰფარავდა

და სხივნი მისნი დედამიწას ვეღარ აღწევდნენ,

რადგან გარემო დაიწმინდა, დაანკარავდა,

ბრმადშობილობას მიწის შვილნი თავს დააღწევდნენ.

ბრმადშობილთათვის ეს სამყარო დარჩება ბნელი,

ცნობიერებას მათთვის აზრი არ ემეტება,

სინათლე გახლავთ ჭეშმარიტად თვალის შემქმნელი,

მის სიმახვილეს, წვდომის უნარს რა შეედრება,

როგორც გონების დასაყრდენი და საფუძველი,

ადამის მოდგმის განდიდებად გვეიმედება.

რომლისა თვალმან მოიწიოს აზრების სთველი.

ის ეზიაროს ღვთის იდუმალ შემოქმედებას,

ფორმების ჭვრეტა, აღტაცება იმათგან წრფელი,

მის ნათელ მზერას სამუდამოდ დაებედება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen