|
თუმც დიდხანს დგომის გადუწურავს აწ იმედები, დირედაშლილი ვერ შეჰყურებს ტატნობს მთებურად, მთელი დღე მზეზე თბება ძველი ტაძრის კედლები, მთელი დღე ცისკენ მლოცველივით ატოტებულა. გულში რამდენი ჩაუმარხავს დარდი უთქმელი - დარდი ამ ლოდთა, ამ კედლების ლალა მმოსველი... ბეღურებს კედლის ჭრილობებში რბილი ბუდენი ჩაუფენიათ თურმანიძის მალამოსავით. ტაძრის კედლები შეჰყურებენ ზეცას ყვედრებით, თუმც მუდმივ გუმბათს ნატაძრალი ვერ მოიმდურებს... და თბება, თბება დაქცეული ტაძრის კედლები, რომ არ შესცივდეთ ღამით ჩიტუნებს. |


