|
ტუზი გულის და ჯვრის ქალი... დრო კი იპარება ჩუმად. თამაში, გართობა, ვალი... წლები შეიჭამა უმად.
მის იქით განკითხვის დღეა. გაწყდება ცხოვრების მრუდი, იქ ჩემი მეორე მეა.
ბავშვია არგაჩენილი, სიკეთე იწვის დაკარგული, სულ მარტო ვარ დარჩენილი.
და შიში ჩამდგარი თვალში, ის მარადიული ხმები მაგდებს გადაუხდელ ვალში.
ზვავმა დაიქუხა მთაში, ვიღაცა ცოდვილი გოდებს, გზაკვალარეული ქარში.
გაიპო სიკვდილი ორად, გაფანტა გრიგალმა ნისლი, გვამი გადაიქცა მძორად.
მალე მთელს სხეულში გავა, მახსენეს ჭირში და ლხინში, ესეც უგზოუკვლოდ წავა... |


