კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 22:41

 

დილით, მნათობის ცხოველი სვეტი

სვეტიცხოველის თავზე ინთება,

არაგვიც მოჰქრის არაგვიანი

და მხოლოდ ერთი -

მცხეთის ჯვარია მთლად გარინდება.

მთაზე, მთისფერი, როგორც მიმინო,

ჩასჭიდებია ფლატეს ჭანგებით.

მე გარინდება მაოცებს მისი,

მე არა მჯერა მისი სიბერის,

თვალს ვერ ვაშორებ და თითქოს ველი -

საცაა გაშლის ფრთებს ვაჟკაცურად,

მთას აიტაცებს ნადავლის მსგავსად

და მცხეთას თავზე გადაუქროლებს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen