კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:26

 

უთოვლოდ თეთრი

და თოვლზე თეთრი,

თეთრათის თეთრი ნისლების ხვედრი,

დაბინდულ მთების გალობა ერთი

და კლარჯულ ვაზის ნაზი ხანძარი,

დგას და სისხლიან დიდებას ერთვის,

სხალთის ტაძარი, სხალთის ტაძარი.


ცას შეტყორცნილი ოცნების ყელი

გუმბათი, - ურჯი ლერწამის ღერი,

რომელიც კვნესის, რომელიც მღერის,

ქარში გაძენძილ ზარის ბაწარით,

დგას და საყვარელ მომკითხავს ელის

სხალთის ტაძარი, სხალთის ტაძარი.


გენიის სულით ნაწეწი ქვები,

ჩიტის ნისკარტით ნაქარგი ქვები,

ქვებზე მტევნების ცისფერი ჩხები

და ყველა განძი, ჩემში რაც არი,

დგას მთების რწმენა და რჯული მთების

სხალთის ტაძარი, სხალთის ტაძარი.


ჟრჟოლას ჩვეული ჩანგების ღირსი,

ჩაღმა ჩაყრილი ვენახის ღირსი,

მზით დაბზარული დირენი მისი

და მისი ჯავრის ცხელი ნაცარი,

დგას და მშობლიურ ქუხილებს უსმენს,

სხალთის ტაძარი, სხალთის ტაძარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen