კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 15:14

 

მთაში სალამურს ვაკვნესებ

რომ ვერა გხედავს თვალები

დავდივარ თვალებს ვაცეცებ

თვალში გამიჩნდა ღარები.


წინდებ რომ დაგიქსოვია

ნაირნაირი წინდები

მიყვარხარ მაგრამ რაი ვქნა

მაინც ვერ დაგეწინდები.


ნეტავი გუშინ, გუშინ წინ

დედა რად გეჩხუბებოდა?

მესმოდა შენი ტირილი

და გული მიღონდებოდა.


ცხვარს რომ გავხედავ მთაშია

შენ მელანდები თვალშია

ნეტავი გამაგებინა

რა გიდევს გუნებაშია.


თრთოლვას ნუ იმჩნევ ხმაშია

ჯერ არ მივდივარ ბარშია

ჩამოგიქროლებ ცხენითა

ჩემთან წაგიყვან სახლშია.


გამაეპარე დედასა

გზაში დამიხვდი ქალაო

უთხროდე მწყემსი მიყვარსო

სიყვარულს რადა მალაო.


შირაქისაკენ დავიძერ

მე და ეს ჩემი ფარაო.

გადმოვემართე, ფერდობი

სულ თეთრად დაიფარაო.

უდანაკარგოდ მოვლალე

სამ ათასიან ფარაო.


მთაში სალამურს ვაკვნესებ

რომ ვერა გხედავს თვალები

დავდივარ თვალებს ვაცეცებ

ქალაუ გენაცვალები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen