|
მიყვარს თურმეობითი: დაგვიწყია სვლა-წასვლა, თურმე ნაპოლეონმა იტალია გაძარცვა.
და მრავალი იმედი გაათურმეობითა.
თურმე დადიანები ხშირად აგვიანებენ.
თურმე გალაკტიონმა თავი... თურმე გრანელი...
და ჩანტლაძეც ყოფილა რუსთაველის სეხნია.
თურმე მამალს ოდესღაც ერქვა ამპარტავანი.
ზოგიერთი ქართველი თურმე რუსეთუმეა.
თურმე მამაკაცებსაც უყვართ წაჭორავება.
თურმე დამარცხებისთვის გაიმარჯვა პიროსმა.
და არსენას ესროლა საკუთარმა ნათლიმამ.
როცა დარღვეულია გენდერული ბალანსი.
და ვერ გაამაჯამეს ოფოფი და ობობა.
მაგრამ გვატემალაში შვიდი პარასკევია.
თურმე თურმეს არა აქვს მუხრუჭი და ვაგზალი
თურმე აღარ მოქმედებს თურმეობის კანონი.
მოვასწროთ და მოყვარეს მტერი გადავუშენოთ.
რაკი წუთისოფელიც გახლავთ თურმეობითი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


