კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 17:17

 

მთარგმნელი: დავით წერედიანი

 

მწვანე მომნატრდები, მწვანე.

მწვანე ტევრი და მწვანე ქარი.

მთის მხრიდან - ცხენი ნაგზაური,

ზღვის მხრიდან - თეთრი იალქანი.

დგას ქალი წელამდე ბნელში,

ბანზე დგას, მიმქრალა სხივი.

მწვანეა თმაცა და ტანიც,

თვალები ვერცხლია ცივი.

მწვანე მომნატრდები, მწვანე.

საგნების ავლია მზერა.

ბოშური მთვარისქვეშ მდგარი

ხედავს და ვერ ხედავს ვერას.

 

* * * * * * *

 

მწვანე მომნატრდები, მწვანე.

შემოდის რიჟრაჟი დილის,

ჩრდილის მოუძღვება თევზი

და დიდი მთიები თრთვილის.

ლეღვისხე მისსავე ნიავს

ტოტების ხაოთი ხეხავს.

ბექი, აფოფრილი კატა,

აიშლის აგავის ეკალს.

ვინ მოვა? საიდან? როდის?

ბანზე დგას რამდენი ხანი!

მწარეა ზღვის წყალი სიზმრად,

მწვანეა თმაცა და ტანიც.

 

* * * * * * *

 

- ცხენში გამიცვალე, ნათლი,

სახლის მისეული თვალი,

ცხენის მოსართავში - სარკე,

ბებუთში - ნაქარგი ხალი,

მთის მხრიდან, კაბრიდან, მოვალ,

თან სისხლის მომყვება კვალი.

- ჩემზე ყოფილიყო, ვაჟო,

გარიგდებოდა დანარჩენი,

მაგრამ მე უკვე აღარ მე ვარ

და სახლი ჩემი - აღარ ჩემი.

- კაცური სიკვდილი მინდა,

სამყოფი სუფთად შერჩეული,

რკინის საწოლი და, ვინძლო,

ჰოლანდიური თეთრეული.

ჭრილობას შეხედე ღიას,

მკერდიდან ხორხამდე ამდის.

- შენი გულისპირი თეთრი

შემკულა სამასი ვარდით,

წელზემოთ სისხლით ხარ სველი,

ვერ გადარჩები - გადარჩები -

მაგრამ მე უკვე აღარ მე ვარ

და სახლი ჩემი - აღარ ჩემი.

- იქ, მაღლა ამიშვით მაშინ,

მაღალზე ამიშვით ბანზე!

მთვარის რიკულებთან ვიდგე

მწვანედ მოხასხასე ბანზე!

ხმაურით ბრუნავდეს წყალი,

ღამეულ ზვირთებში მბანდეს!

 

* * * * * * *

 

მაღლისკენ დაიძრნენ ორნი,

ნაბიჯით ნელით და ძნელით.

სისხლის მიჰყვებოდათ კვალი,

კვალი მიჰყვებოდათ ცრემლის.

თუნუქის ფარნების წყება

უაზროდ იწყვეტდა ილაჯს.

გარს მინის დაირას ათასს

წკრიალით მოამსხვრევს დილა.

 

* * * * * * *

 

მწვანე მომნატრდები, მწვანე.

ბანზე გადმომდგარან ორნი.

მწვანეა ქარიც და ტევრიც,

ფოთლებში ზღვა ისმის შორი.

რეჰანის, პიტნის და ნაღვლის

გემო ამოჰქონდათ ქარებს.

- ასული სად არის, ნათლი,

ის შენი ასული მწარე?

- ლოდინში ჩამოდნა, ვაჟო,

ამაოდ გიცდიდა ამდენს!

შავი თმა, ფერსავსე სახე,

დღედაღამ ლოდინი ბანზე!

 

* * * * * * *

 

ბოშაქალს ჩამზერენ ტბორში,

ქალსა და ჭავლების ლივლივს.

მწვანეა თმაცა და ტანიც,

თვალები ვერცხლია ცივი.

მთვარეს არ ეჭიროს მაღლით,

ფსკერზე ჩაიტანდა წყალი.

იდგა მოალერსე ღამე,

ღამის შუკასავით წყნარი,

როდესაც ბრახუნით შეძრეს

შემთვრალმა ჩაფრებმა კარი.

მწვანე მომნატრდები, მწვანე.

მწვანე ქარი და მწვანე ტევრი.

თეთრონი, მთიდან მომავალი,

აფრები, ზღვიდან მონაბერი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen