კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 15:40

 

- წყაროზე დოქი გავტეხე!

- მერე რა მოხდა ბებო!

- წყაროზე დოქი გავტეხე!

- ჭირიმც წაიღოს ბებო!

- წყაროზე დოქი გავტეხე!

- დოქს რა გატირებს ბებო!

- წყაროზე დოქი გავტეხე!

- შენ შემოგევლოს ბებო!

- წყაროზე დოქი გავტეხე!

- ნურცა გქონია ბებო!

- წყაროზე დოქი გავტეხე! ნუთუ არ გესმის ბებო?!

- დოქი წყაროზე გატყდება სხვაგან კი არა ბებო!

- დოქი მარტო მე გავტეხე სხვამ კი არავინ ბებო!

- ერთხელ ყველაიც გავტყდებით შენ დიდხანს მყავდე ბებო!

და მერე როცა დავწექით გვერდით მივუწექ ბებოს,

ტირილით წავიჩურჩულე:

- ბებო,მისმინე ბებო! ცხრა შვილი გყავდა?

- ცხრა ვაჟი - კვნესით ამოთქვა ბებომ

- ცხრავე იმ დოქით დარბოდა?

დღეს კი მე ფეხი წამოვკარ და დაგიმსხვრიე დოქი,

ვერ შეგისრულე იმედი მე დაგიმსხვრიე ბებო!

წყაროზე დოქი გავტეხე! დოქი გავტეხე ბებო!

- ბებომ სანთელი აანთო პირჯვერი დაიწერა:

- გამარჯვებულნო ღვთიშვილნო ქართველთა ჯვარ-ხატებო

თქვენ დამიამეთ ე ბალღი გაზარდეთ სანაქებო.

დოქს რას დავეძებ თიხისას, ოღონდ ეს გამილაღდეს

ეს გამიმრავლდეს წვრილშვილში, გამსხივნებული მყავდეს,

სადიდებულო თქვენია და ეს ქვეყანაც ცამდე!

- დაწვა ბებო და მეც მშვიდად ჩავეკარ ჩამჭკნარ გულში.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen