|
ტალღის ზემოთ - ხიდი, ხიდი. ხიდქვეშ - ტალღის ხითხითი. აივნიდან დანახული წყალი. წყალი. ხიდი. ხიდი.
ისმის შუილი. შუილი. შუილი. მე ვარ შოთას შვილის შვილის შვილის შვილის შვილის შვილი... მტკვარზე - ტივი. ტივი. ტივი. მტკვარზე ტივის ტივტივი. ოუ ნანა! შოუ ნანა! დივ-დივ-დივ-დივ!
ეხიდება ხიდი ხიდებს! ხოლო ტალღა, მღვრიე ტალღა ხითხითებს... ხითხითებს...
ისმის შუილი. შუილი. შუილი. მე ვარ შოთას შვილის შვილის შვილის შვილის შვილის შვილი... |


