კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 17:15

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

მაინც და მაინც ცნობილი იყო,

ეს არც იმდენად არის ლამაზი,

არქივის შექმნას ხელი რომ მიჰყო,

სჯობს არც იფიქრო ქვეყნად ამაზე.


ხელოვნებაა სულის გამხელა

და არა ყალბი, ფუჭი დიდება,

სამარცხვინოა, შენი სახელი

თუ ყველას პირზე ურცხვად იდება.


უნდა იცხოვრო სადად, უბრალოდ

და უნდა გქონდეს სმენა მახვილი

და რომ არ გაქრე ქვეყნად უკვალოდ,

გესმას მომავალ დროთა ძახილი.


და სჯობს, რომ თუნდაც აჩნდეს ხარვეზი

შენს ბედს, რომელსაც ძლივს გაუძელი,

ვიდრე შენს ნაწერს. გქონდეს არეზე

გადახაზული ყოფის ფურცელი.


და არცნობაში ჩაგუბდე უხმოდ,

არა ბაგ-ბუგით, ზარით, გუგუნით,

არამედ ისე, არვის რომ უხმობს,

არე რომელსაც შთანთქავს უკუნი.


სხვის მეკვლეობა უნდა არჩიო,

გზას გაიგნებენ, მათ თუ დააცდი,

მსგრამ შენ თავად არც გაარჩიო,

სად გაიმარჯვე, ან სად დამარცხდი.


მაგრამ არასდროს, თუნდ ერთი მისხლით

არ აირიდო ბოლო კარამდის

სიცოცხლის ნიჭი, გიდუღდეს სისხლი,

იყო ცოცხალი აწ და მარადის!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen