კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 01:14

 

მეგობარს

 

დღე ამემღვრა შეფარულად, ვერ ვჭრეტ ცას საფირონში,

თითქოს ლექი შეპარულა გადაღებულ ღვინოში.


ვერაფერი ვეღარ მშველის, ჩამარცვლულან გათები,

ახლა მინდა წიგნი შენი სიტყვაღამენათევი.


ვეძებ სითბოს იმ ერთ ბეწვას, შენთან რომ მომიყვანა,

შარშანდელმა ვაზის ლერწმა ვნახო, როგორ იხარა.


ვნახო ცის უნაპირობა განთიადს რომ ენდობა,

მინდა შენთან კაფიობა, შენთან ალავერდობა.


ან რა დარგე, რა აცელე, თუ აკეთებ არაფერს,

ერთი მითხარ რა დაწერე, ან რა მოიალაფე.


თუ კოლხეთის ქარი ურწევს სტრიქონს დასამთავრებელს,

მითხარ, ძმაო, როგორ უძლებ თვალახელილ ღამეებს.


მინდა ნისლი მოვიხუროთ, შორს აზიდულ მთებივით,

და დღეები უსულგულო დავწვათ ხმელ ფოთლებივით.


ვიღაც შუბლზე მირონს გვაცხებს და მზესავით ელფერობს,

გვმოძღვრავს: სიტყვა აგვამაღლებს, სიტყვას უნდა ვეფეროთ.


დღეს მსურს ვგრძნობდე არილივით, ტკივილს სხვა გაფითრებით

ჭრილობაზე მარილივით დამაყარე რითმები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen